ცვლილებების პიონერი გზაგასაყარზე, სინჯარიდან კავკასიამდე: ამირა (მირი) ისმაილ ჩოლ ბეგი და ბრძოლა ეზიდობის თანამედროვე იდენტობისთვის

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.1555/yezidistudies/2/1/2025/9-53

საკვანძო სიტყვები:

ისმაილ ხოლ-ბეგი, ეზიდური იდენტობა, ეზიდი თავადი, ეზიდი თავადები, ეთნიკურობა, ნაციონალიზმი

ანოტაცია

ეზიდი ამირა მირი ისმაილ ჩოლ ბეგი (გ. 1933) მეოცე საუკუნის ერთი-ერთი ყველაზე საინტრესო და სადავო ეზიდი პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება და საქმიანობა რამდენიმე ნაშრომშია აღწერილი, მათ შორის, მის ავტობიოგრაფიაში, დღემდე არ არსებობს პასუხი იმ კითხვაზე, თუ როგორ აღიქვამდა ის ეზიდურ იდენტობას. ეს კვლევა წარმოადგენს პირველ სისტემურ მცდელობას, გავაანალიზოთ მირ ისმაილ ჩოლ ბეგის გაგება ეზიდური იდენტობის შესახებ და შევაფასოთ, რამდენად განაპირობა ის ნაციონალიზმის ზრდამ. ამიტომ, სტატია ჯერ იკვლევს ჩოლ ბეგის შეხვედრას ნაციონალისტურ იდეებთან, შემდეგ კი მისი განცხადებებისა და გამონათქვამების საფუძველზე აღადგენს მის კონცეფციას ეზიდი იდენტობის შესახებ. იდენტობის შესახებ მისი მოსაზრებები ფრაგმენტული და გაფანტულია, რაც აუცილებელს ხდის მრავალფეროვანი წყაროების გამოყენებას, როგორიცაა მისი წერილები და სხვა ტექსტები, მისი ავტობიოგრაფია და ორი გამოქვეყნებული ნაშრომი, ევროპელი მოგზაურების წყაროები, რომლებიც მას შეხვედრიან; ასევე აქამდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები, რომლებიც გაფანტულია მრავალ ენაზე, მათ შორის სომხურ, ქართულ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, ოსმალურ, თურქულ, არაბული და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ერთობლივად ასახავს მისი საქმიანობის ფართო სპექტრს, მის კავშირებსა და გავლენის სფეროს. ამ კვლევის მიზანია მის ისმაილ ჩოლ ბეგის მიერ ეზიდური იდენტობის შესახებ გამოთქმული აზრების თავმოყრა და კონტექსტუალიზება, რათა მისი სრული სურათი შეიქმნას.

ავტორის ბიოგრაფიები

  • მაჯიდ ჰასან ალი

    მაჯიდ ჰასან ალიმ დოქტორის ხარისხი ერაყის რელიგიური უმცირესობების თემაზე ბამბერგის უნივერსიტეტში (გერმანია) მოიპოვა. ის ლექციებს კითხულობს დუჰოკის უნივერსიტეტში, ერაყის ქურთისტანის რეგიონში. ის ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ეზიდური კვლევების ცენტრის ასოცირებული წევრი (თბილისი, საქართველო). მისი კვლევა ეხება რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს ახლო აღმოსავლეთის მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებში, მაგალითად ერაყში. ქურთული პოლიტიკური მოძრაობების შესახებ მონოგრაფიის გარდა, მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ეზიდურ იდენტობაზე, რელიგიურ ექსტრემიზმზე, მიგრაციასა და ეზიდი ქალების ტყვეობასა და დამონებაზე.

  • დიარ ალ ომარ

    დიარ ალ ომარი დამოუკიდებელი მკვლევარია, რომელმაც განათლება გერმანიაში მიიღო. ის, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და მოხალისე, აქტიურად მონაწილეობს გერმანიაში ეზიდებთან დაკავშირებულ მრავალ ღონისძიებაში, ფორუმსა და ორგანიზაციაში. მისი კვლევითი ინტერესები ფართოდ მოიცავს ეზიდურ საკითხებს, განსაკუთრებით ეზიდურ კვლევებს. მას აქვს დიდი გამოცდილება იშვიათი წყაროების მოძიებაში, ისტორიულ არქივებთან მუშაობასა და ეზიდებთან, ეზიდურ რელიგიასა და მის ისტორიულ განვითარებასთან დაკავშირებული მასალების შეგროვებაში. დიარმა ცოტა ხნის წინ დაიწყო სამეცნიერო სტატიებისა და კვლევების გამოქვეყნება, რომლებიც ახლად აღმოჩენილ დოკუმენტებსა და საარქივო მასალებს ეფუძნება და დარგის განვითარებას უწყობს ხელს; ის თანამშრომლობს ეზიდური კვლევების სხვა სპეციალისტებთან ორიგინალური კვლევების შესაქმნელად და ამ სფეროში ახალი პერსპექტივებისა და ხედვების შემოსატანად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28

გამოცემა

სექცია

სტატიები