სამოთხიდან დედამიწამდე: ხარის მსხვერპლშეწირვა, როგორც ეზიდების მითრაიზაციის საშუალება
DOI:
https://doi.org/10.32859/yezidistudies/1/6/161-239საკვანძო სიტყვები:
ხარი, მსხვერპლშეწირვა, ყაბაღ, შეკრების დღესასწაული (ჯამაი შიხადი), მითრაიზმი, ზოროასტრიზმი, taurobolium (ტაურობოლიუმი), ჰაჯი, კოსმოგონიური მითი, მიწა, ბეჰემოთი, აბრაამი, იესო ქრისტე, პარადიგმის ცვლილებაანოტაცია
კვლევა ეხება ხარის დაკვლის რიტუალის მნიშვნელობას შემოდგომის ჯამაის დღესასწაულის დროს. გასული ოთხმოცი წლის განმავლობაში, აკადემიკოსებისა და პოლიტიკოსების მიერ ეს რიტუალი მიიჩნეოდა მითრაიზმის ელემენტების არსებობის უტყუარ მტკიცებულებად ეზიდურ რელიგიურ ტრადიციაში. ამ ინტერპრეტაციამ გავლენა იქონია ასევე თავად ეზიდების მიერ საკუთარი რელიგიის აღქმაზე. ბევრი მათგანი, აკადემიური თუ პოლიტიკური ავტორიტეტების გავლენით, ამას უტყუარ ფაქტად მიიჩნევს. ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება ჩემს მიერ გამოკვლეული ეზიდური რიტუალები ლალიშში, ასევე - ეზიდური რელიგიური საგალობლების ანალიზი, რომელიც აჩვენებს, რომ ამ ინტერპრეტაციის საფუძველში არსებული წარმოდგენები არ დასტურდება მტკიცებულებებით და საკამათოა. გარდა ამისა, მუსლიმურ, ქრისტიანულ, ჰარრანის რიტუალებსა და გვიან ანტიკური ხანის საიდუმლო კულტების რელიგიურ პრაქტიკასა და მითებთან ეზიდური რიტუალების შედარების საფუველზე, გთავაზობთ ალტერნატიულ ინტერპრეტაციებს.