სარჰადის ეზდიხანის მმართველები: ქოქ-აღას დინასტიის ეზიდ თავადთა ისტორია

ავტორები

  • ნოდარ მოსაკი ავტორი
  • დიმიტრი ფირბარი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/yezidistudies/1/5/113-159

საკვანძო სიტყვები:

ეზიდები, იეზიდები, სარჰადი, იეზდიხანი, ეზდიხანი, ოსმალეთის იმპერია, ქოქ-აღა, ავდალ-აღა, ხალილ-აღა, ჩობან-აღა, ერეკლე მეორე, აბაღა, მაჰმუდი, ხოშაბი

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილი და გაანალიზებულია საქართველოს ეროვნული არქივში მოპოვებული და აკადემიურ წრეებში აქამდე უცნობი ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ახალ ინფორმაციას გვაწვდის რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ეზიდი ლიდერისა და პოდპორუჩიკის, ხალილ-აღას მოღვაწეობის შესახებ. ორი ოფიციალური წერილის რუსული თარგმანი, რომელიც ხალილ-აღას წინაპრებს გადაეცათ ოსმალეთის იმპერიის სულთანისა და ირანის შაჰისგან, ადასტურებს ნახევრად დამოუკიდებელი ეზიდური სამთავროს არსებობას, რომელიც აღიარებული იყო როგორც სპარსეთის, ისე ოსმალეთის იმპერიების მიერ. აღმოსავლეთ ანატოლიაში XVI-XVIII საუკუნეებში განთავსებულ სამთავროს ეზდიხანი (იეზდიხანი) ერქვა. აქამდე არსებულ კლევებზე დაყრდნობით, ეს აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს, შევავსოთ აღმოსავლეთ ანატოლიის ეზიდების თითქმის ხუთსაუკუნოვანი, წყაროებით დადასტურებული, ისტორია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-18

გამოცემა

სექცია

სტატიები