Quo Vadis Tawusi Melek? (Quo Vadis ტაუსი მალაკ?) ეზიდური სანჯაყების გავრცელების არეალი

ავტორები

  • პიტერ ნიკოლაუსი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/yezidistudies/1/4/81-112

საკვანძო სიტყვები:

სანჯაყი, ტაუსგერანი, ეზიდი, ჩრდილოეთ ერაყი, სომხეთი, თურქეთი, სირია, ირანი, გერმანია, დიასპორა

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია, გამოიკვლიოს, თუ რა გზას გადიოდა სხვადასხვა ეზიდური სანჯაყი და, კერძოდ, რა გზა გაიარა ორმა მათგანმა ერთ დროს ეზიდებით დასახლებულ ტერიტორიებზე ან - სადაც ახლა ცხოვრობენ. სადაც გზის დადგენა შესაძლებელი აღარაა, სტატიაში მითითებულია ის ტერიტორიები, რომლებსაც, ეზიდური დიასპორის მეხსიერების მიხედვით, ტაუსი მალაკის წმიდა სიმბოლო ადრე სტუმრობდა. ნაშრომი ასევე ეხება რიტუალებსა და ცერემონიებს, რომლებიც ამ გზის გავლისას საკრალური გამოსახულებების თაყვანისცემას უკავშირდება; დაბოლოს, ნაშრომი მოკლედ განიხილავს თაყვანისცემის მომავალ შესაძლო გეგმებს დიასპორაში. მოცემული სტატია არ ეხება ფარშევანგის ფიგურებს, რომლებიც კონკრეტულ ოჯახებსა თუ სალოცავებში ინახება, როგორიცაა, მაგალითად, ქვემოთ ნახსენები Khazina al-Rahmani (ხაზინა არ-რაჰმანი).

ავტორის ბიოგრაფია

  • პიტერ ნიკოლაუსი

    პიტერ ნიკოლაუსი დიპლომატად მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში (UNHCR) სომხეთში, საქართველოში, გერმანიაში, ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში და 1986 წლიდან პროფესიულად თუ პირადად მჭიდრო კავშირშია ამ ქვეყნების ეზიდურ თემებთან. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია მათი თემისა და რელიგიის, ასევე ეზიდების უახლესი გენოციდის ტრაგედიის შესახებ. მის სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და განცხადებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს UNHCR-ის ან გაეროს პოზიციას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-18

გამოცემა

სექცია

სტატიები