ოსმალეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, ადგილობრივი მმართველებისა და ტომების მიერ ეზიდი ქალების დამონება და დატყვევება: ისლამური კონტექსტის ისტორიული მიმოხილვა
DOI:
https://doi.org/10.32859/yezidistudies/1/1/7-40საკვანძო სიტყვები:
ეზიდები, ეზიდი ქალები, ტყვეობა, მონობა, ფირმანი (firmān), გენოციდი, ოსმალეთის იმპერია, ISIS, ქურთები, ისლამური კანონები და მონობაანოტაცია
ეს სტატია ეხება ეზიდი რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ წარმოებული ისლამური სამხედრო კამპანიების, შემოსევების, დაპყრობების და ფირმანების (firmān) ფარგლებში ეზიდი ქალების მონობისა და ტყვეობის ისტორიას. სტატია მოიცავს ოსმალეთის სახელმწიფოს, ადგილობრივი მმართველების, ტომების, ქურთული სამთავროებისა და ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს (ISIS) პერიოდებს. სტატიის მიზანია, ამ კონტექსტისა და ფენომენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ნათელი მოჰფინოს და ისტორიული კონტექსტის ფონზე გაანალიზოს ისლამში მონობის ლეგალური და სამართლებრივი საფუძვლები; განიხილოს მისი პრაქტიკული მხარე მათ მიმართ, ვინც წიგნის ხალხად (ahl al-kitāb) მიიჩნევა, მაგალითად - ებრაელები და ქრისტიანები, ე. წ. დაცული ხალხი (dhimmīs), და - მათ მიმართ, ვინც არ იყო წიგნის ხალხი (ეზიდები). უამრავი დოკუმენტი, პირველადი თუ მეორადი წყარო, ეზიდური სიტყვიერი გადმოცემა ინახავს ფირმანებისა და ეზიდი ქალების მონობის ისტორიას, რაც თან ახლდა სამხედრო მოქმედებებს.