ჟურნალის შესახებ

International Journal of Yezidi Studies (ეზიდური კვლევების საერთაშორისო ჟურნალი) არის რეცენზირებადი ინტერდისციპლინური ჟურნალი, რომელიც ეძღვნება ეზიდური კულტურის, ისტორიისა და რელიგიის შესწავლას. ჟურნალს გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ეზიდური კვლევების ცენტრი და თბილისის ეზიდური თეოლოგიის საერთაშორისო აკადემია. ჟურნალი ხელმისაწვდომია ციფრულად – ღია წვდომით ვებსაიტზე – და ბეჭდური სახით.
გამომცემელი
გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეზიდური თეოლოგიის საერთაშორისო აკადემია, თბილისი
ელექტრონული ISSN: 2960-9062
ბეჭდური ISSN: 2960-9070
მიზნები და სფერო
ეზიდური კვლევების საერთაშორისო ჟურნალი იღებს სტატიებს, რომლებიც ორიგინალური კვლევის შედეგია და მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ეზიდურ კვლევებში ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგში, მათ შორის:
- ანთროპოლოგია
- რელიგია და თეოლოგია
- ფილოსოფია
- ისტორია
- ფილოლოგია
- ხელოვნება და კულტურა
- ტრადიცია
- ეკონომიკა და პოლიტიკური მეცნიერება
- სოციოლოგია
- ეთნორელიგიური საკითხები
- ეზიდური დიასპორის საერთაშორისო საკითხები.
გარდა ამისა, ჟურნალი ამ თემატიკას ავსებს პუბლიკაციებით მიგრაციისა და იძულებითი მიგრაციის, გენოციდის, კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების, ასევე ამ საკითხებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის შესახებ. ჟურნალი ასევე აქვეყნებს ეზიდი ხალხის რელიგიისა და კულტურის შესახებ უახლესი სამეცნიერო წიგნების მიმოხილვებს. ჟურნალი აღიარებს მკვლევართა შეხედულებების მრავალფეროვნებას, რომლებიც აკადემიურ წრეებში ხშირად საკამათოა. ჩვენ მივესალმებით და თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ ყველა სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელ მკვლევრებს, მათ შორის მათ, ვისი შეხედულებებიც განსხვავდება ეზიდებისა და ეზიდური რელიგიის მკვლევართა გავრცელებული მოსაზრებებისგან.