Quo Vadis Tawusi Melek? (Quo Vadis ტაუსი მალაკ?) ეზიდური სანჯაყების გავრცელების არეალი
DOI:
https://doi.org/10.32859/yezidistudies/1/4/81-112საკვანძო სიტყვები:
სანჯაყი, ტაუსგერანი, ეზიდი, ჩრდილოეთ ერაყი, სომხეთი, თურქეთი, სირია, ირანი, გერმანია, დიასპორაანოტაცია
ნაშრომის მიზანია, გამოიკვლიოს, თუ რა გზას გადიოდა სხვადასხვა ეზიდური სანჯაყი და, კერძოდ, რა გზა გაიარა ორმა მათგანმა ერთ დროს ეზიდებით დასახლებულ ტერიტორიებზე ან - სადაც ახლა ცხოვრობენ. სადაც გზის დადგენა შესაძლებელი აღარაა, სტატიაში მითითებულია ის ტერიტორიები, რომლებსაც, ეზიდური დიასპორის მეხსიერების მიხედვით, ტაუსი მალაკის წმიდა სიმბოლო ადრე სტუმრობდა. ნაშრომი ასევე ეხება რიტუალებსა და ცერემონიებს, რომლებიც ამ გზის გავლისას საკრალური გამოსახულებების თაყვანისცემას უკავშირდება; დაბოლოს, ნაშრომი მოკლედ განიხილავს თაყვანისცემის მომავალ შესაძლო გეგმებს დიასპორაში. მოცემული სტატია არ ეხება ფარშევანგის ფიგურებს, რომლებიც კონკრეტულ ოჯახებსა თუ სალოცავებში ინახება, როგორიცაა, მაგალითად, ქვემოთ ნახსენები Khazina al-Rahmani (ხაზინა არ-რაჰმანი).